ვაკო ავალიანი:  დაიღუპა ჩვენი  აქტივისტის შვილი

ვაკო ავალიანი: დაიღუპა ჩვენი აქტივისტის შვილი

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერ აქციაზე მიმავალი „ქართული ოცნების“ ავტოკოლონის ერთ-ერთი ავტობუსი სამი წლის ბავშვს დაეჯახა და ბავშვი გარდაიცვალა.

From.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია „თავისუფალი დემოკრატების“ პრეს-სპიკერ ვაკო ავალიანთან გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ დაღუპულია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტის შვილი.

„საშინელი ტრაგედია მოხდა ახლა აქ. გაირკვა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა და რომელიც მიკროავტობუსში ადიოდა, ბავშვს ხელი გაუშვა, ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, მანქანა დაიძრა და ბავშვი დაიღუპა. ხაზს ვუსვამ, დაიღუპა ჩვენივე აქტივისტის შვილი და არა „ნაცაქტივისტის“ და ირაკლი ალასანია არ კლავს ბავშვებს! ვიღაც ნაძირლები კი ამგვარ ცილისწამებას ავრცელებენ“, - განაცხადა ვაკო ავალიანმა.