უტა ივანიშვილი: საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაა და ეს სიტუაცია დღეს უნდა გადატყდეს

უტა ივანიშვილი: საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაციაა და ეს სიტუაცია დღეს უნდა გადატყდეს

უტა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი საფრანგეთის 31 საარჩევნო უბანზე დღეს დილით მივიდა.

„საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და დღეს ეს სიტუაცია უნდა გადატყდეს. ამიტომ უცილებელია ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოსთვის ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდება“, - განაცხადა უტა ივანიშვილმა.