საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს სრული ფაბრიკაცია უწოდა.
ალასანიას განცხადებით, 1 ოქტომბერს ხალხის ნება გაფორმდება.
„ეს არის სრული ფაბრიკაცია. მე მინდა, ყველამ კარგად გაიგოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სააკაშვილი, უგულავა, მერაბიშვილი, კუდ-ის თანამშრომლები ჩამოსხდნენ და ყველა მასალა, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ შეგროვებული, დაიწყეს მათი დამონტაჟება. მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, უფრო გონიერები რომ არ არიან მე ეს ძალიან მსიამოვნებს. მეტსაც გეტყვით, მათი საქმე დამთავრებულია. 1 ოქტომბერს გაფორმდება ხალხის ნება და ყველა ეს საქმე - უკანონო თვალთვალის, უკანონო მოსმენების და ჩემ მიერ ჩამოთვლილი პიროვნებები, სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალასანიამ.