თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები იკრიბებიან. დღევანდელი აქციის სლოგანია „სისტემა უნდა დაინგრეს“.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაახლოებით 16:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
მათივე თქმით, აქციის მოთხოვნები უცვლელია.
„ჩვენ მოვითოხვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა. დღეს ფეხით მსვლელობას მოვაწყობთ მთავრობის კანცელარიასთან და მოვთხოვთ მას პასუხისმგებლობა აიღოს პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ მარაზმე. ჩვენ ასევე მოვთხოვთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება“, - აცხადებენ სტუდენტები.
სტუდენტთა გაერთიანებაში 10-მდე სტუდენტური ორგანიზაცია შედის. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწო, რაც პატიმართა წამების შესახებ კადრები გავრცელდა.