სამტრედიის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილი ასობით ადამიანი კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ავთანდილ თევზაძის გათავისუფლებას ითხოვს.
სასამართლოში ამ წუთებში თევზაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს. თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.