სიღნაღის შესასვლელთან „ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
დაპირისპირებულები ერთმანეთს დროშის ტარებითა და მუშტებით გაუსწორდნენ. არიან დაშავებულებიც. მათ შორის არის ჟურნალისტი ნათია მირიანიშვილიც, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიღნაღის შესასვლელთან იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც დღეს კახეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს.
ამ დროისთვის სიღნაღის შესასვლელთან ვითარება შედარებით განიმუხტა.