საპატრულო პოლიციამ ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების" ავტოკოლონის 40-მდე მძღოლი დააჯარიმა. კოალიციის ავტოკოლონა ბათუმში დღეს მოძრაობდა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მაკა ივანიშვილის განცხადებით კი რომ საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმების მიზეზად ჯგუფური მოძრაობა დაასახელა:
„დღეს, ნახევარი საათის განმავლობაში, ბათუმში დააჯარიმეს "ქართული ოცნების" ავტოკოლონის 40-მდე მძღოლი, მაშინ როცა გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" კოლონები ჟივილ-ხივილით მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდნენ და არავის შეუქმნია მათთვის პრობლემა", - აღნიშნა მაკა ივანიშვილმა.