ნინო ბურჯანაძე კათოლიკოს პატრიარქს  შეხვდა

ნინო ბურჯანაძე კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს „დემოკრატიული მოძრაობის“  თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე  შეხვდა.

“დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი  ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, გავრცელებულ პატიმართა წამების ამსახლველ ვიდეოკადრებსა და ამით გამოწვეულ ახალგაზრდობის აქტიურობას და საპროტესტო აქციებს,  ასევე საპატიმროებში მსჯავრდებულთა დღევანდელ მდგომარეობას შეეხო.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით,, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელისთვის მისთვისაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის უწმინდესობასთან საუბარი.

მისი თქმით  პატრიარქი ძალიან განიცდის არსებულ ვითარებას და აღნიშნავს,  რომ 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის გადამწყვეტ როლს ითამაშებს.