გუშინ ღამით ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან ათამდე დიდი და მცირე სამგზავრო ავტობუსები შეინიშნებოდა. ავტობუსებს ბენზინგასამართ სადგურში ჯერ ბენზინი ჩაუსხეს, შემდეგ კი სამმართველოს ეზოში შეიყვანეს.
შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს დაქვემდებარებული 500-მდე სპეცრაზმელი სრული ეკიპირებით ავტობუსებში ჩასხდნენ. კოლონას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და პოლიციის მაღალჩინოსნები აცილებდნენ.