საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის განცხადებით, მათ საფრანგეთის სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება არ ჰქონიათ, მიღებული მასალები კონფიდენციალურად შეენახათ.
„ჩვენ საფრანგეთის მხარის წინაშე არ აგვიღია ვალდებულება, რომ ეს მასალები კონფიდენციალურად შეგვენახა“,-განაცხადა ბურჯალიანმა.
რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით და დიპლომატიური მარეგულირებადი ნორმების მიხედვით ასეთი მასალები ფაქსით არ იგზავნება,ბურჯალიანის განცხადებით, ფრანგულმა მხარემ ჩათვალა, რომ ეს მასალა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფასით გადმოგზავნა.
„ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიასთან თანამშრომლობდა შს და იუსტიციის სამინისტროები. საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მოხდა მაილის გამოყენებაც, ფაქსით გადმოგზავნა მოხდა იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია“,-აცხადებს ბურჯალიანი.