პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ავტოკოლონების მოძრაობისა და სიგნალების ფონზე მიმდინარეობს.
„ნაც. მოძრაობის“ აქტივისტებს ავტომანქანებზე მიკრული აქვთ 5-იანი და ასიგნალებენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კი, „ნაციონალებს“ „ცოცხების აქციით“ დახვდნენ.
ივანიშვილმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე თამაზაშვილი წარუდგინა.
„მიშა უპიპინებს, ბავშვები ერთობიან“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მან კომენტარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ კადრებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ კადრების ყურებით მიხეილ სააკაშვილი სიამოვნებას იღებდა“.
მისივე თქმით, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ლეიბორისტები“ ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ.