სერ პოლ მაკარტნი გულშემატკივრებს ფილმ-კონცერტის სახით სიურპრიზს უმზადებს. როგორც მუსიკოსის ოფიციალური საიტი იუწყება, ფილმი სახელწოდებით,- Live Kisses მომღერლის ფანებისთვის 12 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ფილმის რეჟისორია იონას აკერლუნდი. მასში წარმოდგენილი კონცერტი, 2012 წლის 9 თებერვალს, ლოს-ანჟელესში მაკრტნიმ ორკესტრის თანხლებით, ცოცხლად გამართა. მომღერალმა კონცერტზე მეოცე საუკუნის 13 ჯაზური კომპოზიცია, თავისივე ბოლო ალბომიდან შეასრულა.
კონცერტი სტუდია Capitol Records-მა ჩაიწერა, პარალელურად კი მის პირდაპირ ტრანსლირებასაც აკეთბდა.
ფილმში დამატებით შეტანილი იქნება ინტერვიუები მუსიკოსათნ, მის პროდიუსერ ტომი ლი პუმასთან და მაკარტნის ბენდის წევრებთან. ფილმში შეტანილი იქნება მეექვსე ვერსია კლიპისა - „My Valentine“. კლიპის რეჟისორი თავად პოლ მაკარტნია, ის შავ თეთრია და მთავარ როლებს ჯონი დეპი და ნატალი პორტმანი ასრულებენ.
კონცერტის „თრექლისტი“ ასე გამოიყურება: I’m Gonna Sit Right Down And Write Myself A Letter , Home (When Shadows Fall), It’s Only A Paper Moon, The Glory Of Love, More I Cannot Wish You, We Three (My Echo, My Shadow And Me), Ac-Cent-Tchu-Ate The Positive, My Valentine, Always, My Very Good Friend The Milkman, Bye Bye Blackbird, Get Yourself Another Fool, My One And Only Love...