შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამტრედიაში კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, ავთანდილ თევზაძე ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცყოფისა და პოლიციისათვის დაუმორჩლებლობის ბრალდებით დააკავეს.
ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.
„შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს. თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.