სასულიერო პირთა მონაწილეობით, სიონის ტაძრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. მანიფესტაცია მიმდინარეობდა საკმევლის კმევითა და წყლის კურთხევით.
მანიფესტანტები შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს“ და პლაკატებზე გამოსახული წარწერებით „არ აწამო! იწამე ადამიანი!“ გმობდნენ პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს.
მანიფესტაციაში,ასევე, მონაწილეობდნენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ წევრები,სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები.
მანიფესტაციის დასრულების შემდგომ, აქციის მონაწილეებმა სიონის ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.