ენ ჰეთევეი სპილბერგის ახალ ფილმში მიიწვიეს

ენ ჰეთევეი სპილბერგის ახალ ფილმში მიიწვიეს

ჰოლივუდის ამერიკელი მსახიობი, ენ ჰეთევეი, სტივენ სპირლბერგის ახალ ფილმში „Robopocalypse“ მთავარ როლზე მიიწვიეს. ფილმი  ამერიკელი მწერლის დენიელ უილსონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნება. მასში  საუბარია კომპიუტერების აჯანყებაზე, რომელთაც ხელოვნური ინელექტი სახელწოდებით, - Archos  მართავს.  აქამდე ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი, მთავარ  როლს  კრის ჰემსვორტი შეასრულებდა, როგორც ჩანს სწორედ ის იქნება ენის პარტნიორი.

ფილმი გაქირავებაში 2014 წლის 25 აპრილს გამოვა, გადაღებები კი 2013 წლის დასაწყისში დაიწყება.

ბოლო ფილმი, სადაც ენი ჰეთევეი მონაწილეობს ქრისტოფერ ნოლანის „შავი რაინდი: ლეგენდის აღზევებაა“. სურათი ეკრანებზე 2012 წლის ივლისში გამოვიდა.