გუბაზ სანიკიძე: ეს სააკაშვილის ხელისუფლების სრული ფაბრიკაციაა

გუბაზ სანიკიძე: ეს სააკაშვილის ხელისუფლების სრული ფაბრიკაციაა

ქუთაისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გუბაზ სანიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და სატელეფონო საუბარს, სადაც კანონიერ ქურდებთან კავშირში მისი გვარი ფიგურირებს ხელისუფლების ფაბრიკაციას უწოდებს.

სანიკიძის განცხადებით, მას ქურდებთან ცხოვრებაში არ ჰქონია ურთიერთობა და აღნიშნავს, რომ სრულიად სხვა გარემოში გაიზარდა და ცხოვრობს.

„ეს  სააკაშვილის ხელისუფლების სრული ფაბრიკაცია. მოგეხსენებათ,  თანამედროვე ტექნოლოგიები როგორია. შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანის ხმა  ჩაიწერონ და აშ. მე თვითონ განცხადება არ მომისმენია. სამტრედიაში მივდივარ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს სრული ფაბრიკაციაა. ეს სისულელე და სიბრიყვეა“, - განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება,  ვალერი ხაბურძანიასთან მის კავშირს, სანიკიძე აცხადებს, რომ ხაბურძანია მისი ბავშვობის მეგობარია.

„ვადასტურებ, რომ ვალერი ხაბურძანია ჩემი მეგობარია. ჩემს მეგობრებზე უარს არასოდეს ვამბობ. რა, ვალერი ხაბურძანია კრიმინალია თუ დამნაშავე? რამდენადაც მახსოვს ის ვარდების რევოლუციის გმირი იყო, ასე არ იყო? ვალერისთან დაახლოებით, თვეში ერთხელ ვკონტაქტობ სკაიპის საშუალებით, მაგრამ ბოლო ოთხი თვეა მასთან არ მისაუბრია, რაც ქუთაისში ვარ. ეს სააკაშვილის ხელისუფლების აგონიაა“, - განაცხადა სანიკიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ.

როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს „კანონიერი ქურდი“ დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ჩანაწერი „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს ეხება.

სამინისტროს ცნობით,  ასევე ერთ-ერთი მასალა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.

კერძოდ,  შსს-ს ცნობით,  სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას