სამტრედიაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიდაც ის კანონიერ ქურდებთან კავშირში ფიგურირებს სისულელეა.
„არ ვიცი, ამ სისულელეებზე საერთოდ თუ ღირს კომენტარის გაკეთება. ქურდებს და ქურდულ სამყაროს რაც შეეხება, კი ნამდვილად ვარ შენახვედრი და ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი გახლავთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცავებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს „კანონიერი ქურდი“ დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ჩანაწერი "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს ეხება.