შსს-მ კახი კალაძის, გუბაზ სანიკიძისა კრიმინალური ავტორიტეტებთან კავშირი გამოავლინა

შსს-მ კახი კალაძის, გუბაზ სანიკიძისა კრიმინალური ავტორიტეტებთან კავშირი გამოავლინა

შსს-ს მიერ ჩატარებული იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგადაც გამოვლენილ იქნა ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ პოლიტიკოსებთან.

ამის შესახებ შსს-ში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

მისი ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძებების შედეგად კოალიცია „ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს, კოალიცია ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატსა და ქართველ კანონიერ ქურდს, დათო ხიზანიშვილს ეხება, რომელიც ერთ ერთი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა.

განცხადებას From.ge ცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 23 სექტემბერს დაკავებულ იქნა ქართველი კანონიერი ქურდი - დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას შეადგენდა მის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ ერთი ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ.

შემდეგი ჩანაწერი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერს, კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს მიერ ჩატარებული ღონისძების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა კანონიერი ქართველი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.

მესამე ფაქტი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძისა და ედუარდ შევარნდაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვთი გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში ციხიდან ერთ ერთ კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის ნაცვლად მას ფულად ანაზღაურებას თხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.