საფრანგეთი  საქართველოს ხელისუფლების მიერ მასალების გამოქვეყნებით უკმაყოფილოა

საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ მასალების გამოქვეყნებით უკმაყოფილოა

რუსული სააგენტოს „იტარტასის“ ინფორმაციით, საფრანგეთმა ქართულ ოპოზიციასა და დანაშაულებრივ სამყაროს შორის შესაძლო კონტაქტების გამოძიების მონაცემების განსაჯაროების შესახებ,  უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა,რომ  მათ საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თანხმობა არ მიუციათ.

„ჩვენ გაოცებული ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართული ოპოზიციისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი საქართველოდან ჩამოსული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო შეთქმულების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუცია“,-ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის  მიწოდებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარიზი საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს და მას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

„საქმის გამოყენება შესაძლოა, არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე აისახოს, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების შემთხვევების ინფორმაციის გათვალისწინებით“,-ნათქვამია განცხადებაში.