შსს: არცერთი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული არაა  არამედ, გარკვეულ ინციდენტებზე   რეაგირება მოხდა

შსს: არცერთი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული არაა არამედ, გარკვეულ ინციდენტებზე რეაგირება მოხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაპატიმრებებთან და დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად,  ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები.  მათ შორის იმატა  საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა.

მიუხედავად იმისა,  რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინა საარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არც ერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში,  სადაც არსებობდა საშიშროება რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაზრდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში. 

ბოლო დროინდელ საქმეებთან დაკავშირებული მაგალითები: მესტიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს დაემუქრა და ფიზიკურად თავს დაესხა „ქართულ ოცნება“ -სთან კავშირში მყოფი პირი; მხოლოდ მეორე მუქარის ფაქტის შემდეგ მოხდა აგრესორის დაკავება პოლიციის მიერ, ხარაგაულში „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს ადგილობრივი გამგებელი, ფოთში „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, რომელსაც ეცვა მაისური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სლოგანით, მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტის დაჭერა „ინფო 9“-ს ოპერატორზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში,  სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. მაგალითად, როდესაც კახა კალაძე დაემუქრა პოლიციელებს და მოხდა მათი მანქანის გარშემორტყმა ქართული ოცნების აქტივისტების მიერ, როდესაც მანქანის ზედაპირზე მუშტის რტყმის პარალელურად ეუბნებოდა მათ რომ სამაგიერო მიეზღვებოდათ. პოლიციას  არ დაუპატიმრებია ის პირები,  რომლების ამ ინციდენტის ინიციატორებად გვევლინებოდნენ. კიდევ ერთი შემთხვევა,  რომელიც უკავშირდება კახი კალაძეს. ის მიუძღვებოდა აქტივისტების ჯგუფს  სამტრედიის პოლიციის განყოფილების ბლოკირების მიზნით, რა დროსაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ხსენებული ჯგუფიდან დაიკითხა ერთი ყველაზე აგრესიულობით გამორჩეული პირი  და განთავისუფლებულ იქნა პოლიციიდან. დემონსტრაცია გაგრძელდა დაკავებებისა და დაპატიმრებების გარეშე.  

არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული არამედ,  მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. პოლიცია განაგრძობს კანონის დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას ქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს საარჩევნო კამპანია  მშვიდ და დაცულ გარემოში“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.