საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ნიუ იორკში მიმდინარე გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრები გამართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.
ვაშაძე მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკის, გაბონის, პანამის, ლიბანის, მადაგასკარის, მალდივის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, პარაგვაის და ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა.
შეხვედრებზე ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე გამახვილდა და ორმხრივი ხელშეკრულებების პროექტები გაიცვალა. მხარეებმა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლაზე ისაუბრეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგებს საქართველოში ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მიმდინარე მდგომარეობა დეტალურად გააცნო და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების უფლებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და პანამის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით, კანონის უზენაესობის შესახებ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.