მორიგი ახალი ამბავი, ანჯელინა ჯოლის შესახებ, რომელმაც მსოფლიო ყვითელი პრესა მოიცვა, არასახარბიელოა. როგორც ამბობენ, ჯოლის ისევ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ამჯერად საქმე უფრო რთულადაა მსახიობი თურმე მძიმე ავადმყოფია და მას სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.
სანამ ახალი ავადმყოფობის დეტალებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ მის გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან მსახიობის ირგვლივ გავრცელებულ საზარელ ჭორებს. თუ პრესას დავუჯერებთ, რამდენიმე თვის წინ, ანჯელინას მკერდის კიბო სჭირდა, კიდევ რამდენიმე ხნის წინ კი, ანორექსიით იყო დაავადებული და დღე-დღეზე „წაქცევას“ ელოდა.
რაც შეეხება, ღვიძლის სასწრაფო გადანერგვას, ამ ინფორმაციის წყარო თურქული მედიაა. სექტემბრის შუა რიცხვებში ჯოლი, ოფიციალური ვიზიტით, როგორც გაეროს მშვიდობის ელჩი თურქეთში იმყოფებოდა. ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, ჯოლი ფარულად შეხვდა ცნობილ ქირურგს, რომელთანაც ღვიძლის გადანერგვის შესაძლებლობა განიხილა. მსახიობს „C ჰეპატიტი“ აღმოაჩნდა, რამაც ღვიძლის დაზიანება გამოიწვია. ექიმის დასკვნის მიხედვით, ღვიძლის გადანერგვა თურმე გარდაუვალია.
საინტერესოა, რატომ ვრცელდება მსახიობის ირგვლივ ყოველთვის მსგავსი ჭორები. ის მუდამ შესანიშნავად გამოიყურება და გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ ავადმყოფობის არაფერი ეტყობა. ვნახოთ, რა მოხდება, ნეტა ვინ იქნება ჯოლის ღვიძლის დონორი?