გივი ბერიკაშვილი: ქართველი კაცი გონიერია და უგუნურ ნაბიჯს  აღარ გადადგამს

გივი ბერიკაშვილი: ქართველი კაცი გონიერია და უგუნურ ნაბიჯს აღარ გადადგამს

მსახიობ გივი ბერიკაშვილის განცხადებით, ქართველი კაცი გონიერია და უგუნურ ნაბიჯს  აღარ გადადგამს. ამის შესახებ ბერიკაშვილმა  გურჯაანში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბერიკაშვილის თქმით, ქართული თეატრი ივანიშვილმა გადაარჩინა და ამ ღვაწლისთვის მას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ჩემი ბიძინა რა სიკეთის გამკეთებელია ქვეყანაში  და თუ რას  აკეთებს,  ყველამ ძალიან კარგად იცით.  მე გეტყვით, მხოლოდ თეატრს რაც შეეხება.  ქართული თეატრი ამან  გადაგვირჩინა,  შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. ვუსურვოთ წარმატება და გამარჯვება. ქართველი კაცი გონიერია და დარწმუნებული ვარ უგუნურ ნაბიჯს თავის ცხოვრებაში აღარ გადადგამს“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.