ნიუ-იორკში გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 67-ე სიტყვით გამოსვლის პარალელურად, გაეროს შტაბ-ბინასთან ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა.
აქციის 100-მდე მონაწილემ საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვა ყურადღება მიაპყრონ საქართველოში პატიმართა წამებისა და პატივის შელახვის ფაქტებს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მიმართეს აშშ-ის მთავრობას შეწყვიტოს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა.
„შეუძლებელია საღად მოაზროვნე ქართველი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ არ იყოს. ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმ საშინელი ფაქტებისადმი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ გომელაურმა და გაეროს მოუწოდა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს საქართველოში ადამიანის, პატიმრების უფლებების დაცვის საკითხებზე.
ცნონისთვის, უცხოეთის ქართული დიასპორა ბოლო დღეების განმავლობაში პერმამენტულად მართავს საპოტესტო აქციებს. დღეს ანალოგიური აქცია" სისტემა კლავს" სტრასბურგში გაიმართება.