„ქართული ოცნების“ აქტივისტებს 40 და 50 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტებს 40 და 50 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ზესტაფონის „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი მალხაზ კუპრაძე და თემურ ჭიპაშვილი პოლიციამ დააკავა.

მალხაზ კუპრაძეს 40 დღიანი, ხოლო თემურ ჭიპაშვილს 50 დღიანი პატიმრობა 166-ე მუხლის მიხედვით შეეფარდა .დაკავებულების ადვოკატის  გაგა მაჩიტიძის განმარტებით, სასამართლოს თაობაზე მისთვის არავის უცნობებია და ამიტომ სასამართლოს სხდომა ადვოკატის გარეშე ჩატარდა. 

დაკავებულებმა პროტესტის ნიშნად უმკაცრეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.