თინა კანდელაკი:საქართველოში პოლიცია სააკაშვილის პირადი არმიაა

თინა კანდელაკი:საქართველოში პოლიცია სააკაშვილის პირადი არმიაა

ცნობილი ტელეწამყვანი , თინა კანდელაკი საკუთარ ბლოგზე ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიცია სააკაშვილის პირადი არმიაა და მხოლოდ ძალადობით არის შესაძლებელი ქართველების შეკავება.

 From.ge   მცირე ნაწყვეტს გთავაზობთ: ბლოგის ბოლოს მიწერილ პოსკრიპტუმში კანდელაკი აღნიშნავს, რომ მისთვისაც ცნობილია უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რუსეთში ყოფნის ამბავი, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს.

„საქართველოში პოლიცია სააკაშვილის პირადი არმიაა, რომლის ძალაც განუსაზღვრელია. ის ერთპიროვნულად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მას და მხოლოდ მას უჭირავს ხელში ქვეყნის ყველა ძალოვანი სტრუქტურა.

მხოლოდ ასე-ძალისმიერი მეთოდებითაა შესაძლებელი ამაყი ხალხის შეკავება. ძალადობითა და პანღურით. სწორედ ძალოვნები უშვებდნენ გაზს და სცემდნენ მომიტინგეებს . ეს ძალადობა იმდენად ძლიერია, რომ მას ვერცერთი ხელკეტი ვეღარ დაიცავს, იმიტომ, რომ ის ბუმერანგი ყოველთვის ბრუნდება.

საქართველოს დღეს ახალი პრეზიდენტი სჭირდება. სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით დღეს ქვეყანა მევალედ აქცია და ახლა მხოლოდ ამერიკას უნდა დაემორჩილოს . თბილისში ბევრი მას ამერიკის მონას უწოდებს. ნებისმიერი, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა და ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, ივაჭრებს როგორც ამერიკელებთან, ასევე რუსებთან, რადგან მას ქვეყნისთვის მაქსიმალურად ეფექტური პარტნიორის არჩევა მოუწევს და არა საკუთარი ხელისუფლების გამყარებაზე ზრუნვა“, -წერს კანდელაკი.