ირაკლი ალასანია: ცესკომ ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის გადაწყვეტილება პირდაპირ სააკაშვილის მითითებით მიიღო

ირაკლი ალასანია: ცესკომ ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის გადაწყვეტილება პირდაპირ სააკაშვილის მითითებით მიიღო

ირაკლი ალასანია: ცესკომ ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვის გადაწყვეტილება პირდაპირ სააკაშვილის მითითებით მიიღო

კოალიცია ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვას უკავშირდება, უშუალოდ ხელისუფლებისა და სააკაშვილის მითითებით მიიღო.

როგორც მან დღეს ზედა ეწერის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ იმოქმედონ თავისუფლად და  საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესები გადაიღონ.

„სამარცხვინოა, რომ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, თუ ვინ არის ხელისუფლების სატელიტი პარტიები“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის პირველ ნაწილის შეჩერება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობით მოხდა.

ალასანიას განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ამომრჩევლის საარჩევნო გადაწყვეტილებაში ჩაერევა.

„ეს არის უბრალოდ ის, რომ პრევენცია გავაკეთოთ იმ საშინელი დანაშაულებებისა, რაც საარჩევნო უბნებზე წინა წლებში ხდებოდა“, - აღნიშნა ალასანიამ და იმედი გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურები სათანადო გადაწყვეტილებებას მიიღებენ.