არჩევნების მონიტორინგისა და არჩევანის თავისუფლების დაცვის მიზნით სტუდენტური ორგანიზაციები ერთიანდებიან. ამის შესახებ სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თსუ-ს ეზოში გამართულ შეკრებაზე განაცხადეს.
მათი თქმით, ერთობლივად მუშაობენ კონკრეტულ გეგმებზე, თუ რას აპირებენ მომავალი დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
„ამ გეგმებში შედის საპროტესტო აქციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, - აცხადებენ ისინი.
სტუდენტური ორგანიზაციების ლიდერები უახლოეს საათებში პრესკონფერენციას დაანონსებენ, რომელზეც ზემოხსენებულ გეგმებზე კონკრეტულად ისაუბრებენ. პრესკონფერენციას დაესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც, რომლებიც სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
თსუ-ს ეზოში დღეს ათზე მეტი სტუდენტურ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიკრიბა.