თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ამ დრომდე არ აქვეყნებს სასამართლო გადაწყვეტილებას შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის სარჩელზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
განაჩენი სამამართლომ 31 აგვისტოს გამოიტანა, თუმცა არ გამოქვეყნებულა სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი, გადაწყვეტილება კოლეგიას 14 დღის ვადაში უნდა გამოექვეყნებინა.
,,ძალიან გვაინტერესებს რა მოტივაცია დაედო საფუძვლად სასამართლოს განაჩენს, რომლითაც აღშფოთებულებიც კი ვართ ‘ - აცხადებს ,,ჰერეთის მფლობელი რამაზ სამხარაძე და დასძენს, რომ ბრძოლას კანონიერი უფლებებისთვის სასამართლოს სხვა ინსტანციებში გააგრძელებს.
31 აგვისტოს, სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში „ჰერეთის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოცხადდა.