„ქომაგი“ საზოგადოების დახმარებით, დაკავებული აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმები აანაზღაურებას აპირებს

„ქომაგი“ საზოგადოების დახმარებით, დაკავებული აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმები აანაზღაურებას აპირებს

საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ მშვიდობიანი აქციების ფარგლებში დაკავებულ აქტივისტებს თანადგომას უცხადებს.  ამის შესახებ ფონდმა განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ბოლო დროს ქვეყანაში პატიმართა მხარდასაჭერად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, მას კი ხელისუფლების მხრიდან აქციების ორგანიზატორი სტუდენტებისა და აქტივისტების დაკავება-დაჯარიმება მოჰყვა.

„ფონდი „ქომაგი“, როგორც განსხვავებული აზრის გამო რეპრესირებულ მოქალაქეთა მხარდამჭერი ორგანიზაციაა, მშვიდობიანი აქციების ფარგლებში უსაფუძვლოდ დაკავებულ აქტივისტებს თანადგომას უცხადებს“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მზადყოფნას გამოხატავენ, სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, ყველა ის ადმინისტრაციული ჯარიმა აანაზღაუროს, რომელსაც ხელისუფლება მათ აკისრებს.