პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა გელა კეტაშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და გელა კეტაშვილმა დღეს for.ge -ის პრესკლუბში განაცხადეს.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომლიც პარტიის წარმომადგენლებთან შეთანხმებულია. ვხსნი ჩემს კანდიდატუარს ისნის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ და ქართველი საზოგადოების სასარგებლოდ“, - განაცხადა კეტაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში ნუკრი ქანთარიაა.