ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს 12:00 საათზე მეტროსადგურ „რუსთაველზე“ შეიკრიბებიან და იუსტიციის სახლისკენ საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.
აქციის მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წევრების - დავით ფაცაციას და ლაშა მესხიას, ასევე უფლებადამცველი დაჩი ცაგურიასა და მისი მეგობრის, ბექა ალადოშვილის გათავისუფლებაა.
მსვლელობას სხვადასხვა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდება. მათ შორის მოძრაობა „სტოპ მიშა“, „სტუდენტური ხმა“, სტუდენტური გაერთიანება „ქართველი“, მოძრაობა „7 ნოემბერი“ და „მარო მაყაშვილის საზოგადოება“.