ფილარმონიასთან ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ პაატიმართა სოლიდარობის აქცია დღეს 17:00 საათზე კვლავ განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სტუდენტები და უფლებადამცველები საპროტესტო აქციაზე ერთად შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე პირების და ყველა იმ მაღალჩინოსნის დასჯას მოითხოვენ, რომლებიც აღნიშნულ ფაქტებში მონაწილეობდნენ.
ამასთან, დღეს სტუდენტების მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდება.