გაეროს გენერალური ასამბლეის პირველსავე დღეს, სირიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასა და იმ სამოქალაქო ომზე იმსჯელეს, რომელიც ქვეყენაში უკვე 11 თვეა გრძელდება. მსჯელობა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში ლაჰდარ ბრაჰიმმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ გაეროს არანაირი გეგმა სირიასთან დაკაშირებით არ გააჩნია.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მდგომარეობა სირიაში ძალიან რთულია და ყოველდღიურად უფრო რთულდება. ეს მდგომარეობა რეგიონსაც და მსოფლიოსაც უდიდეს საფრთხეს უქმნის“,-აღნიშნა ბრაჰიმმა.