გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მისი თქმით, გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლას მოუთმენლად ელოდება.
„აქ იქნება საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვექტორები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს გაერო-ში ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილი 10 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს შეხვდება.
გაერო-ს 67-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში დღეს გაიხსნება.