ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილმა საუბარი არ იცოდა, ახლა  უსწავლია და სააკაშვილს იმეორებს ერთი ერთზე

ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილმა საუბარი არ იცოდა, ახლა უსწავლია და სააკაშვილს იმეორებს ერთი ერთზე

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სამტრედიის  ამომრჩევლებს  კოალიცია „ქართული ოცნების“  საარჩევნო პროგრამა გააცნო. ივანიშვილმა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე,  განათლებასა და ჯანდაცვაზე გაამახვილა.

ამომრჩეველს სიტყვით  სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახი კალაძემაც მიმართა.

„იცოდეთ, რომ არჩევნებში პირველ ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ისიც იცოდეთ, რომ მაჟორიტარებმა უნდა მოიგონ არჩევნები. ისიც კარგად გაქვთ, როგორც ვხედავთ გაცნობიერებული სამტრედიელებს, რომ ნომერი პირველი თქვენ გეკუთვნით და ყველაზე მაგარი კაციც თქვენ გყავთ. არაფერი შეეშალოს სამტრედილებს ასეთ კაცზე გააკეთეთ სწორება. არჩევნები გვიახლოვდება.  არჩევნების დროს წყდება საქართველოს ბედი. არჩევნების დღეს ხელისუფლება მთლიანად გადადის ხალხის ხელში. საერთოდ,  ხალხს უნდა ეკუთვნოდოს ხელისუფლება, ჩვენმა უუნარო ხელისუფლებამ კი,  ხალხს წაართვა ეს ბერკეტი და თვითონ მიისაკუთრა. პირველ ოქტომბერს თქვენ განსაზღვრავთ,  როგორი გინდათ იყოს ქვეყნის მომავალი, როგორი საქართველო გსურთ  და როგორი მომავალი გინდათ აუშენოთ თქვენს საყვარელ შვილებსა და შთამომავლობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი, რომ თითქოს ამ კადრებს ოპოზიცია მალავდა სიმართლეს არ შეესაბამება.

„მათ არცერთი ფაქტი არ აქვთ, რომ ამას ოპოზიცია მალავდა. არავითარი ფაქტი ამის არ არსებობს. უბრალოდ,  ახალ სიცრუეს ამბობენ. რა თქმა უნდა ამ კადრების შენახვა და დამალვა მართებული არაა, მაგრამ ახლა,  მათ აქცენტი გადაიტანეს. მთავარი თითქოს,  ხალხის წამება კი არა ისაა,  რომ ვიღაც ამ კადრებს მალავდა. მერაბიშვილმა საუბარი არ იცოდა, უსწავლია ახლა და სააკაშვილს იმეორებს ერთი ერთზე. მათ სიცრუის,  ძალადობის და  წამების თუ გნებავთ მკვლელობის მექანიზმი დანერგეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.