საჩხერის სახანძრო პოლიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

საჩხერის სახანძრო პოლიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

საჩხერის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა „ქართულ ოცნებას“ სოლიდარობა გამოუცხადეს. თანამშრომლებმა ციხეებში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.

„აქ ყველაფერი ბიძინას ნაყიდი და გაკეთებულია. ასეთი მანქანები ჭიათურას კი არა რეგიონს არ ჰყავს. საჩუქრის სახით, ხელფასზე დანამატს ვიღებთ. გამგეობამ შემოგვითვალა და დაგვიბარეს, ალბათ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუჭერთ მხარს, მაგრამ არსად არ წასვლას არ ვაპირებთ, თუ ვინმეს საქმე აქვს ჩვენთან, თვითონ მოვიდეს“,-აცხადებენ საჩხერის სახანძროს თანამშრომლები.