თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გუშინ გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი სტუდენტი დააკავეს.
დაკავებული იყო „ლაბორატორია 1918"-ის წევრი, 21 წლის ალექსანდრე ცაგარელი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ადმინისტრაციული ჯარიმა 400 ლარი დააკისრა და გაათავისუფლა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცაგარელის დაკავებაში სპეცრაზმის სამი მანქანა მონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ცაგარელი აჩერებდა ტაქსს, როდესაც მოხდა მისი აყვანა.