"მივმართავ საქართველოს ელჩს გაერო-ში ალექსანდრე ლომაიას, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და რომლის ოჯახსაც კარგად ვიცნობ. მისი შვილები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ და ამდენად, უფლება მაქვს ვუსურვო მათ, რომ ისინი ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აღიზარდნონ. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეობა ბევრად დიდი პატივია, ნებისმიერი ქართველისთვის, ვიდრე რეჟიმის ელჩობა. მოვუწოდებ ალექსანდრე ლომაიას, ნუ მიიღებს მონაწილეობას იმ სპექტაკლში, რომლის დადგმასაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავს. 25 სექტემბრამდე, როდესაც სააკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, დაწეროს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. მან მსგავსი ნაბიჯი, თავის დროზე, რუსეთში ელჩობის პერიოდში უკვე გადადგა", - აცხადებს ხუხაშვილი.