პატიმართა წამების ვიდეოების ავტორის, ლადო ბედუკაძის ძმა, გოჩა ბედუკაძე აცხადებს, რომ იგი პროტესტს გამოთქვამს მისი ძმის ძებნილად გამოცხადების, სამშობლოს მოღალატეობის ბრალდების წაყენებისთვის, 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ სამშობლოსა და ოჯახის გაყიდვის გამო.
„მე ვიყავი რეზრევისტი , აქ მაქვს მადლობის წერილი და რეზერვისტის სიგელი ბაჩო ახალაიასგან . მე სამშობლოს პატრიოტი ვარ, მაგრამ არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ასეთი მინისტრები გვეყოლება, ამიტომ ვხევ ამ სიგელს და მადლობის წერილს. რაც შეეხება იმას, აიღო თუ არა ჩემმა ძმამ ორი მილიონი დოლარი, მან კითხვაზე მშვენიერი პასუხი გასცა. ჩემ ძმას ეს თანხა რომ აეღო, არც ის იქნებოდა იქ ქუჩაში, არც ცოლშვილი და მე ვეყოლებოდით აქ“, -აცხადებს ბედუკაძე.