მელორ ვაჩნაძე: რუსთავის #17 იზოლატორის პატიმრები ხუთი დღით შიმშილობას იწყებენ

მელორ ვაჩნაძე: რუსთავის #17 იზოლატორის პატიმრები ხუთი დღით შიმშილობას იწყებენ

რუსთავის #17 იზოლატორის პატიმრები პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ და  შიმშილობას იწყებენ. ამ ინფორმაციას პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსთავის  #17 დაწესებულების პოლიტპატიმრები შიმშილობას იწყებენ ხუთი დღით და მათ  ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს  შეწყდეს ძალადობა! არა წამებას! არ შემოხაზო ხუთიანი!

 ჩვენთვის ეს პოლიტიკური ძალა არის დაახლოებით სახე, რა პარტიებიც არსებობდა ეგვიპტეში, ერაყში, ლიბიაში და სირიაში და სხვადასხვა დიქტატორულ ქვეყნებში. ჩვენ გიორგი ტუღუშს ვესაუბრეთ  ავუხსენით რა პრობლემები იყო ჩვენთან, ვუთხარით, რომ ჩვენს დაწესებულებაში არის პატიმარი ბაწა კოპალიანი, რომელსაც მე-4 ხარისხის სიმსივნე აქვს, ვთხოვეთ რომ ის გაეთავისუფლებათ, მას მე-9 თვეა გადავადება ეკუთვნის, მას სიმსივნე ციხეში არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო განუვითარდა, არსებობენ კიდევ სხვა ავადმყოფები. გვაქვს პრობლემები ინფორმაციულ ვაკუუმთან დაკავშირებით, არსებობს პრობლემები უდო-ს კომისიასთან დაკავშირებით. ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით ტუღუშს ვესაუბრეთ, იგი დახმარებას შეგვპირდა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ ჩანს“,-აცხადებს ვაჩნაძე.