სოსო პავლიაშვილი: “მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენში, ქართველებს შორის არიან ასეთი გარეწრები

სოსო პავლიაშვილი: “მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენში, ქართველებს შორის არიან ასეთი გარეწრები

"მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენში, ქართველებს შორის არიან ასეთი გარეწრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქართველი ქართველს ასე თუ დაამცირებდა",-სოსო პავლიაშვილის ამ განცხადებას პალიტრა. ტვ ავრცელებს

„ამ გარეწრებმა და გარეწრებზე უარესებმა მსოფლიოს უჩვენეს თავიანთი რეალური სახე ნეობოლშევიზმისა. როგორ უნდა იცხოვრონ იმ ნაწამებმა პატიმრებმა ხვალ? რომლებსაც თავზე უქნეს, დააჩმორეს და გადაუარეს? მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, პოლიტიკა ჩემთვის ბინძური ბიზნესია, მაგრამ ვერც იმას მოვითმენ, ხმა არ ამოვიღო საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. წლებია ამ გარეწრებმა ჩემზე ისეთი პიარი ააგორეს, რომ მანდ ჩამოსვლა არ მინდა. მაგრამ მე სადაც არ უნდა ვიყო, 9 ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, ყველგან საქართველოს შვილი ვრჩები. მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი სამშობლო და ხალხი. ამ დეგენერატებს ცოცხი უნდათ. წლების წინ ვამბობდი ხოლმე, ესენი თავისი სიკვდილით ვერ მოკვდებიან",-განაცხადა მომღერალმა.