ფილარმონიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე რეჟისორი, ნიკუშა შენგელაიაც მოვიდა. მისი განცხადებით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინაც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა მიიღო.
„ვუთანაგრძნობ საწყალ ხალხს, რომლებიც ამ ძალადობის მსხვერპლნი არიან. განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებ პატიმრებს. მათ წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო პასუხი ყველამ უნდა აგოს. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გამოცოცხლდნენ. მე დღეს ამაყი ვარ იმ თაობით, რომლებიც ჩვენ მოგვდევს“, - განაცხადა შენგელაიამ და დასძინა, რომ „შემიძლია ვთქვა - საქართველომ ბოლომდე არ დაიჩოქა“.
მისი განცხადებით, უმჯობესია ხელისუფლებამ საკუთარი თავი მოატყუოს, რომ თითქოს, ციხეში მიმდინარე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
„ჩვენ ამ ყველაფერს ცივილიზებული გზებით უნდა ვუპასუხოთ. ყველანი არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი მსოფლიოს წინაშე ღირსებას დაიბრუნებს“, - განაცხადა შენგელაიამ.