ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე რჩებიან აქციის ორგანიზატორები, სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილიზებულია პოლიციელთა განსაკუთრებული რაოდენობა, საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და სამარშუტო ტაქსები.
აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
ცნობისთვის, სტუდენტების ჯგუფი საკონცერტო დარბაზთან მსვლელობით იუსტიციის სახლიდან მივიდა, მანამდე კი მათ მსვლელობები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტიდან თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით მოაწყვეს. სტუდენტების ახალი ჯგუფის გამოჩენას ფილარმონიასთან შეკრებილი მომიტინგეები ტაშითა და შეძახილებით "გაუმარჯოს საქართველოს" შეხვდნენ. მათი სიმრავლის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილი იყო.