ნუკრი კაპანაძე: პროტესტის გამოსახატავად ისინიც კი უნდა მოვიდნენ, ვინც ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ

ნუკრი კაპანაძე: პროტესტის გამოსახატავად ისინიც კი უნდა მოვიდნენ, ვინც ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე მომღერალი ნუკრი კაპანააძე მოვიდა.

მისი განცხადებით, მომხდარი ძალადობის მიმართ პროტესტის გამოსახატავად ისინიც კი უნდა მოვიდნენ, ვინც ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ.

„ალბათ სადღაც დავაშავეთ, სადღაც ის სიმღერა უნდა გადაგვედო და ხმამაღლა უნდა გვეყვირა. მე ჩემს თავს ვადანაშაულებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას თუ როდესმე რამე შემეშალა, თუმცა ჩემი თავი ზნეობრივი ადამიანი მგონია“, - განაცხადა კაპანაძემ.