ციხეებში პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე მომღერალი ლიზა ბაგრატიონი მოვიდა. ბაგრატიონის განცხადებით, მისი აქციაზე მოსვლის მიზანი ის უდიდესი პროტესტია, რომელიც თითოეულ ქართველს ამოძრავებს.
ბაგრატიონის განცხადებითვე, ის დიდი იმედით ელოდება 1 ოქტომბერს და იმედს გამოთქვამს, რომ როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება გამოიჩენს სუგრძელობას და ამ პროცესს არჩევნებამდე მშვიდობიანად მიიყვანებენ.
„1 ოქტომბერს გადაწყდება საქართველოს ბედი. მივხვდებით რისი ღირსები ვართ. თუ ამის გაგრძელების ღირსნი ვართ, დაე იყოს ასე , როგორც 8 წელი ვიყავით. შემდეგში უკვე საზოგადოება იდგეს იმ სიმაღლეზე, რომ არცერთმა მთავარობამ მსგავსი რამ არ გაუბედოს“, - განაცხადა ბაგრატიონმა.