ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას სტუდენტთა უზარმაზარი ნაკადი შემოუერთდა. თითქმის შეზღუდულია ფილარმონიასათნ მისასვლელი გზა და ტრანპორტის გადაადგილება.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც მაგისტრალზე გადავიდნენ აქციის ორგანიზატორები ფილარმონიისკენ, აქციის ტერიტორიაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ, პროვოკაციებს არ აყვნენ.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავებით სავსე სამარშუტო ტაქსები.
რამდენიმე წუთის წინ ისინი მანქანებიდან გადმოვიდნენ და კორდონის გააკეთება დაიწყეს.