ქართველმა ემიგრანტებმა ავსტრიაშიც გააპროტესტეს პატიმართა წამება და ძალოვანი მინსიტრების დასჯა მოითხოვეს. საპროტესტო აქცია ვენაში გაიმართა.
„ავსტრიაში მცხოვრები ქართველები ჩვენს აღშფოთებას გამოვხატავთ ჩვენი მთავრობის მიერ ჩვენს სულში ჩაფურთხებას. ბოდიშს ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც გაიარა ეს კორიდორები, ეს სისტემა, ვისაც ციხეში ჯდომამ მოუწია. ბოდიშს ვუხდით თითოეულ მათგანს, რომ აქამდე არ ვყვიროდით და არ ვცდილობდით მათი მდგომარეობის შემსუბუქებას“,-განაცხადეს ემიგრანტებმა.