ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობების წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე აქციის ორგანიზატორებმა სიმბოლურად ცოცხი წარმოადგინეს, რომელზედაც რამდენიმე ვარდია დამაგრებული.
მათი განცხადებით, ვარდებს ამოფარებული ცოცხი მიხეილ სააკაშვილის სიმბოლოა.
„ეს არის სააკაშვილი და მისი რეჟიმი. ცოცხებს ამოფარებული ვარდები სწორედ სააკაშვილის გამოხატულებაა“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
ისინი ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე ასობით სტუდენტს ელოდებიან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან მსვლელობით ფილარმონიისკენ მოემართებიან.