ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები მისულები არიან საქართველოს და „ქართული ოცნების" პარტიული დროშებით.
ისინი ცესკო-ს იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალოს.
„დაუშვებელია კენჭისყრის დროს ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვა“, - აცხადებენ ისინი.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები, წარწერით - „ვითხოვთ გამჭვირვალე არჩევნებს," „არჩევნები ჩვენია", „არჩევნები ხალხისაა", „რატომ გეშინიათ მედიის", "ძირს ცრუ დემოკრატია" და სკანდირებენ „საქართველო!".
კოალიციის მხარდამჭერებთან ერთად ცესკო-ს შენობასთან იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.